"რეალი" და "ბარსელონა" ფულის გადანაწილებისთვის მზად არ არიან

AutoSharing Option
ესპანური გრანდები არ არიან მზად ტელე-მედია უფლებებიდან შემოსული მოგება გადაანაწილონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ორი წამყვანი კლუბი, "რეალი" და "ბარსელონა" მატჩების ტრანსლაციების უფლებიდან შემოსული მოგების ყველაზე დიდ წილს ფლობენ. ეს ორი გრანდი იმ 600 მილიონი ევროდან, რასაც ტელეკომპანიები ესპანეთის პრიმერას მატჩების ტრანსლირების უფლებაში იხდიან, ნახევარს იღებს.

ადრე "სევილია" ცდილობდა დაერწმუნებინა ეს ორი კლუბი, რომ მიღებული შემოსავალი დანარჩენ კლუბებზეც გადაენაწილებინა.

"ტელევიზიებიდან შემოსული მოგების უკეთესად განაწილების მოფიქრებაც შეიძლება, მაგრამ ამავე დროს, "ბარსელონასა" და "რეალის" სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ესპანეთისა და მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანების",
- განაცხადა "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა.

შეგახსენებთ, რომ ტელევიზიებთან კონტრაქტი 2014-2015 წლების სეზონამდეა გათვლილი.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული