დაუნდობელი მადრიდისტა

AutoSharing Option
ის-ის იყო, მადრიდის "რეალის" დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, მესუთ იოზილი ჩვენი ბოლო შენაძენია და ახლა ზედმეტების გაყიდვაზე უნდა ვიზრუნოთო, Marca-მ თავის საიტზე გამოკითხვა მოაწყო თემაზე "ვინ უნდა დატოვოს "სამეფო კლუბი".

ვალდანოს განცხადებაზე დაყრდნობით Marca-მ ოთხი პრეტენდენტი დაასახელა - ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვარტი, არგენტინელი ფერნანდო გაგო, ფრანგი ლასანა დიარა და მალელი მამადუ დიარა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ინჩასების უმრავლესობა გაგოსა და მამადუ დიარას წასვლას ემხრობა, ხოლო ვან დერ ვარტი და ლასანა უნდა დავიტოვოთო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული