"პირველ ტაიმში ფანტასტიკურად ვითამაშეთ. პირველმა ნახევარმა ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ფეხბურთელებმა უკეთესად ითამაშეს, ვიდრე "ლიონთან"
ჩემი გუნდის თამაშში აბსოლუტურად ყველაფერი მომეწონა. ფეხბურთელები სწრაფად მოქმედებდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და ეს ყველაფერი მეტოქის პრესინგის დროს მიმდინარეობდა", - განაცხადა მოურინიომ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით