არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის თქმით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას ბევრი რამ ასწავლა.
"მოურინიოს მადლიერი ვარ, რომ "რეალში" ვთამაშობ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყოველ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯო, რათა მწვრთნელმა არ იფიქროს, რომ ჩემზე ფსონი ტყუილად გააკეთა.
მოურინიო ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელებს არ ანსხვავებს. ის ყველას ყურადღებით ეკიდება. როდესაც არ ვთამაშობდი, მწვრთნელი ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა და მამხნევებდა", - განაცხადა დი მარიამ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით