დი მარია: მოურინიომ ბევრი რამ მასწავლა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის თქმით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას ბევრი რამ ასწავლა.

"მოურინიოს მადლიერი ვარ, რომ "რეალში" ვთამაშობ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყოველ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯო, რათა მწვრთნელმა არ იფიქროს, რომ ჩემზე ფსონი ტყუილად გააკეთა.

მოურინიო ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელებს არ ანსხვავებს. ის ყველას ყურადღებით ეკიდება. როდესაც არ ვთამაშობდი, მწვრთნელი ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა და მამხნევებდა", - განაცხადა დი მარიამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული