კანუტე: ფაბრეგასის საქციელი ამაზრზენი იყო

AutoSharing Option
"სევილიას" ფორვარდმა ფრედერიკ კანუტემ "ბარსელონასთან" შეხვედრაში საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ხოლო კანუტესა და სესკ ფაბრეგასს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოედნიდან გააძევეს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კანუტეს რასისტული შეძახილები მოესმა.

ფეხბურთელმა თავის ტვიტერში დაწერა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა და მინდა ბოდიში მოვიხადო. ფაბრეგასის საქციელი ამაზრზენი იყო, ისევე როგორც ჩემი. უბრალოდ ფეხბურთი უნდა გვეთამაშა.

სესკს ტელეფონით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ორივე ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება. ჩვენ
ორივემ დავუშვით შეცდომები".

თავად ესპანელმა ფეხბურთელმა გუშინ კატეგორიულად განაცხადა, რომ თავს არასდროს მისცემს უფლებას ასე დამდაბლდეს და ვინმეს რასისტულად მიმართოს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული