ნური შაჰინის დებიუტი "ვილიარეალთან" შედგება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ნური შაჰინმა მუხლის ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და მზად არის "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატაროს, რომელიც "ვილიარეალთან" შედგება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო თურქი ფეხბურთელი რამდენიმე თვე ვერ თამაშობდა.

გუნდს პორტუგალიელი მცველი ფაბიო კოენტრაუ დაუბრუნდა, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა. ამ ეტაპზე ტრავმირებულები რიკარდუ კარვალიო და ჰავბეკი ლასანა დიარა რჩებიან.

მადრიდის "რეალი" "ვილიარეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 26 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული