გვარდიოლა: იაია ტურემ ლაპორტასგან ტრანსფერი თავად ითხოვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უარყო "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის იაია ტურეს სიტყვები იმის შესახებ, რომ მას კატალონიურ კლუბში დარჩენა სურდა.

"სიმართლე ასეთია: მან პრეზიდენტ ლაპორტას თავად სთხოვა ტრანფერის შესახებ. ჩვენ დაგვღალა მისთვის "ბარსელონაში" დარჩენაზე დაყოლიებამ.

თუ "მანჩესტერ სიტის" შევხვდებით, მას აუცილებლად დაველაპარაკები. ჩემი ოფისისა და სახლის კარი ყოველთვის ყველასთვის ღია იყო", - განაცხადა გვარდიოლამ.

28 წლის ნახევარმცველი ინგლისში 2010 წელს გადავიდა, პირველივე სეზონში ინგლისის თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული