ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ამ სეზონშიც ნებისმიერი შეჯიბრების ფავორიტია, სადაც მონაწილეობას მიიღებს. თეორიულად ასეა, მაგრამ პრაქტიკულად... კატალონიურმა გრანდმა, შესაძLლოა, პირველივე ტურნირში დაკარგოს ტიტული. დღეს "კამპ ნოუზე" ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 2-ბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი "სევილიასთან". ერთი კვირის წინათ, ანდალუსიურმა კლუბმა ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა. დღეს უკვე ნაღდ "ბარსას" ვიხილავთ...
როგორც იქნა, შედგება დავიდ ვილიას დებიუტი "ბარსელონაში", სატრანსფერო სეზონის ლიდერი (მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს) შეტევაში ლეო მესის და ზალატან იბრაჰიმოვიჩს შეუწყვილდება. ეს ტრიო ერთად
სტუმრად "სევილია" ძლიერ გუნდებთან ეული ფორვარდით თამაშობს, ანტონიო ალვარესი ამ ტრადიციას მაინცამაინც "ბარსელონასთან" ნამდვილად არ დაარღვევს. მართალია, ფრედერიკ კანუტე ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ მწვრთნელი, ალბათ, მაინც ლუიშ ფაბიანოს არჩევს, თანაც კანუტე რამადანს ზეიმობს...
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, იბრაჰიმოვიჩი, ვილია.
სევილია (4-5-1): პალოპი - კონკო, ფასიო, ესკუდე, დაბო - ხ. ნავასი, ზოკორა, რომარიკი, რენატო, პეროტი - ლუიშ ფაბიანო.