"მხოლოდ რონალდოს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თამაშში ორი-სამი გოლის გატანა შეუძლია. თუმცა, "რეალი" მაშინაც ბრწყინვალედ თამაშობს, როდესაც რონალდო საუკეთესო ფორმაში არაა.
მადრიდელებს თამაშის უფრო "პირდაპირი" სტილი აქვთ, ვიდრე "ბარსელონას". ისინი მეტოქის დაცვას გადაჯგუფების დროს პრაქტიკულად არ აძლევენ. მათთვის გოლის გასატანად სამი გადაცემა საკმარისია. წელს მადრიდელებმა დაუჯერებელ პროგრესს მიაღწიეს", - განაცხადა ვალდანომ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით