რეალ კლუბ დეპორტივო დე ლა კორუნია
მხარე: გალისია
დაარსდა: 1906
მწვრთნელი: მიგელ ანხელ ლოტინა (53 წლ)
სტადიონი: რიასორი (34 600)
გასულ სეზონში: მე-10
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი, თასის 2-გზის მფლობელი, სუპერთასის 3-გზის მფლობელი, ინტერტოტოს თასის მფლობელი.
საიტი: http://www.canaldeportivo.com/
ტრანსფერები
მივიდნენ: მიჩელი (ვალენსია), ურეტა (ბენფიკა), დეზმარე (გიმარაეში), საული (ელჩე), რუბენ პერესი (ატლეტიკო), ხუან დომინგესი, დავიდ როჩელა, რაულ გარსია, სეოანე პერესი (დეპორტივო B).
წავიდნენ: მიგელ ანგულო (რაიო ვალეკანო), მისტა (ტორონტო), როდოლფო ბოდიპო (ვასლუი), ივან პერესი (პონფერადინა), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), სერხიო გონსალესი (ლევანტე), ალექს ბერგანტინიოსი
შარშანდელ სეზონში "დეპორტივომ" თავიდან თითქოს ძველი დრო გაგვახსენა, თუმცა მერე ცხრილის შუაში ჩაიკარგა. რა იქნება ამჯერად? გალისიურ კლუბს დიდი დანაკარგი სატრანსფერო სეზონში არ განუცდია, თუ არ ჩავთვლით ბრაზილიელ მარცხენა მცველ ფილიპე ლუიშს. თუმცა "ატლეტიკოში" გადაბარგებული ბრაზილიელი საშინელი ტრავმის გამო, შარშანაც დიდად ვერ დაეხმარა ლაკორუნიულ კლუბს. ის კლუბები, რომელთაც "დეპორტივოზე" წინ გავიდნენ შარშანდელ ჩემპიონატში ოდნავ დასუსტდნენ, ასე რომ, შეიძლება ლოტინას გუნდმა მცირე პროგრესიც განიცადოს საბოლოო ცხრილში, მაგრამ ძველ "დეპორს" ნუ ელით.
გალისიელებს გუნდის დაკომპლექტება ჯერ არ დაუსრულებიათ. გუნდის ხელმძღვანელობას სურს ნორვეგიული "მოლდეს" განაპირა მცველი კნუტ ოლავ რინდაროი შეიძინოს. 25 წლის რინდაროი, ალბათ, კვირის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს. თუ ეს შეთYანხმება არ გამოვიდა, "რიასორზე" შეიძლება გამოცდილი პარაგვაელი კლაუდიო მორელი ვიხილოთ, რომელიც ახლა "ბოკა ხუნიორსშია".
ბოლო ამხანაგურ მატჩში ლოტინას გუნდი ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" 0:0 საბერძნეთში დაუზავდა.
დეპორტივო 2009/10: არანსუბია (36 თამაში), მანუ (3თ); ხუან როდრიგესი (35 თ, 3გ), ადრიანი (34თ, 4გ), ლოპო (34თ), მანუელ პაბლო (33თ), კოლოტო (30თ, 3გ), ა. ტომასი (30თ), პ. ალვარესი (28თ, 2გ), რიკი (26თ, 8გ), გუარდადო (26თ, 3გ), ვალერონი (24თ, 1გ), სერხიო (24თ), ფილიპე (21თ, 3გ), ლაურე (20თ), ივან პერესი (20თ), ლასადი (19თ, 2გ), ჟუკა (16თ, 3გ), ბოდიპო (15თ), მისტა (13თ, 1გ), დომინგესი (13თ), ზე კასტრო (10თ), რაული (5თ), როჩელა (4თ), ადრიან როდრიგესი (3თ), ანიონი (3თ), სეოანე პერესი (1თ), ლაფიტა (1თ).
დეპორტივო 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): არანსუბია - მანუელ პაბლო, კოლოტო, ლოპო, დეზმარე - საული, ხ. როდრიგესი, გუარდადო - რიკი, ვალერონი - ლასადი.