რეიალ კლუბ დეპორტიუ ესპანიოლ დე ბარსელონა
მხარე: კატალონია
დაარსდა: 1900
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა. 38 წლ)
სტადიონი: კორნელია - ელ პრატი (40 500)
გასულ სეზონში: მე-11
ტიტულები: ესპანეთის თასის 4-გზის მფლობელი.
საიტი: http://www.rcdespanyol.cat/
ტრანსფერები
მივიდნენ: ოსვალდო (ბოლონია), ხესუს დატოლო (ნაპოლი), ფელიპე მატიონი (მალიორკა), სერხიო გარსია (ბეტისი), დიდაჩი, რაულ ბაენა, ვიქტორ რუისი (ყველა, ესპანიოლ B).
წავიდნენ: ივან პილუდი (ტირო ფედერალი), ფაკუნდო რონკალია (ბოკა ხუნიორსი), ფერნანდო მარკესი (პარმა), ბენ საჰარი (ჰაპოელო თ.ა.), ნიკოლას პარეხა (სპარტაკი), რაულ ტამუდო (რეალ სოსიედადი), ხავი რუისი (კონტრაქტი დაუსრულდა),
ერთი წელიწადი გავიდა ტრაგედიიდან, მაგრამ "ესპანიოლს" ჯერაც ვერ მოუნელებია კაპიტან დანი ხარკეს დაღუპვა. მუნდიალის ფინალის შემდეგ "ესპანიოლის" გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი... მოსისხლე მტრის, "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტაა, რომელმაც მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლი დანი ხარკეს ხსოვნას უძღვნა.
ეს ის სეზონია, როცა ახალგაზრდა არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ უნდა გამოავლინოს თავისი პოტენციალი, მას ისედაც დიდი ნდობა გამოუცხადეს კლუბში, მეტად არგენტინელს აღარ აცდიან. წესით და რიგით, "ესპანიოლმა" უკეთესი შედეგი უნდა აჩვენოს, ვიდრე შარშანდელი მე-11-ეა.
"ესპანიოლი" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელით გაძლიერდა, არგენტინელი ხესუს დატოლო და ბრაზილიელი ფელიპე მატიონი ბარსელონურ კლუბში ითამაშებენ. მაგრამ მატიონის არ გაუმართლდა - მან სერიოზული ტრავმა მიიღო და ახალ წლამდე ვერ ითამაშებს.
ესპანიოლი 2009/10: კამენი (31 თამაში), ალვარესი (8თ); ლუის გარსია (36თ, 3გ), კალეხონი (36თ, 2გ), ივან ალონსო (34თ, 5გ), ვერდიუ (34თ, 4გ), მოისესი (31თ), პარეხა (30თ), ფრანსისკო (28თ), ფორლინი (24თ, 2გ), კორომინასი (23თ, 1გ), რუისი (22თ, 2გ), ბენ საჰარი (22თ, 1გ), ფერნანდო მარკესი (21თ, 1გ), დავიდ გარსია (21თ), რონკალია (21თ), ოსვალდო (20თ, 7გ), ბაენა (19თ), ხავიერ მარკესი (15თ, 1გ), ნაკამურა (13თ), დიდაჩი (11თ), პილუდი (9თ), ტამუდო (6თ), ამატი (6თ), დე ლა პენია (4თ), მაჰამატი (2თ), პედრასა (1თ), ხავი ლოპესი (1თ).
ესპანიოლი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): კამენი - რუისი, ფორლინი, ს. გარსია, ფრანსისკო - ვერდიუ, მოისესი, ხ. მარკესი - ლ. გარსია, კალეხონი - ოსვალდო.