ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: ხეტაფე

AutoSharing Option

ხეტაფე კლუბ დე S.A.D.

მხარე: კასტილია
დაარსდა: 1983
მწვრთნელი: მიჩელი (47 წლ)
სტადიონი: კოლისეუმ ალფონსო პერესი (17 700)
გასულ სეზონში: მე-6
ტიტულები: -
საიტი: http://www.getafecf.com/



ტრანსფერები
მივიდნენ
: ბორხა (ვალიადოლიდი), მარკანო (ვილიარეალი), არისმენდი (სარაგოსა), მოსკერა (რეალ B), ადრიან კოლუნგა (რეკრეატივო).
წავიდნენ: რობერტო სოლდადო (ვალენსია), პედრო ლეონი (რეალი), დავიდ ბელენგერი (ბეტისი), დავიდ კორტესი (ერკულესი), კეპა (რეკრეატივო), ადრიან გონსალესი (რასინგი), სელესტინი (კონტრაქტი დაუსრულდა).

შარშანდელი სეზონი მადრიდის გარეუბნის მოკრძალებულმა კლუბმა სუპერშედეგით დაასრულა, მიჩელის ბიჭებმა მე-6 ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს. ამის შემდეგ კი უკვე

ცხადი იყო, რომ "ხეტაფეს" შემადგენლობის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. მთავარი მეგოლე რობერტო სოლდადო "ვალენსიაში" გადავიდა, საუკეთესო ფეხბურთელი პედრო ლეონი - "რეალში", მიჩელის ვაჟმა ადრიან გონსალესმა სანტანდერის "რასინგს" მიაშურა. ის კი არა, რომ არა ჟოზე მოურინიო, "რეალი" თავად მიჩელის წაყვანასაც აპირებდა, რაზეც უარს არც წარსულში "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი იტყოდა. მიჩელს შარშანდელი შედეგის გამეორებას, სამწვრთნელო გმირობად ჩავუთვლით.

ხეტაფე 2009/10: კოდინა (22 თამაში), უსტარი (16თ); მანუ (36თ, 8გ), პედრო ლეონი (35თ, 8გ), მანე (35თ), კასკერო (32თ, 5გ), დიასი (30თ, 1გ), ბოატენგი (29თ), პარეხო (28თ, 6გ.), რაფა ლოპესი (27თ), მარტინესი (27თ), სოლდადო (26თ, 16გ), მ. ტორესი (26თ), ა. გონსალესი (25თ, 1გ.) სელესტინი (24თ), ალბინი (23თ, 3გ.), კორტესი (20თ), რიოსი (18თ, 1გ), მიკუ (16თ, 5გ), მარიო (13თ), ბელენგერი (13თ), კეპა (5თ), კონტრა (3თ), ესკასი (1თ).

ხეტაფე 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): უსტარი - მარკანო, ალვარესი, დიასი, მანე - პარეხო, ბოატენგი, კასკერო, გავილანი - კოლუნგა, მანუ.


შემდეგ სამ სხვა კლუბს წარმოგიდგენთ: "ერკულესს", "ლევანტესა" და "მალაგას"...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული