"არასოდეს, არც ჩემი ფეხბურთელობის და არც მწვრთნელობის ხანაში, არ შემხვედრია, არ მინახავს და არც გამიგია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მესის დონის ფეხბურთს თამაშობს... ყოველ სამ დღეში ერთხელ. ჩვენ რა ვართ მის გარეშე, რომ არა მესი, "ბარსელონაში" ბევრი რამ არ იქნებოდა პოზიტიური", - ეს სიტყვები პეპმა "მალიორკასთან" მატჩის წინ წარმოთქვა, მას მერე კი ბალეარელთა კარში 5-დან 3 გოლი არგენტინელმა ვირტუოზმა გაიტანა.
მესის
მალე "ბარსას" პირველ გუნდში დეულოფეუს დებიუტი შედგა. ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, რომ დეულოფეუ შარშან გიორგი ჭანტურიას მეწყვილე იყო შეტევაში. ჟერარდი მე-19 ფეხბურთელი აკადემიიდან, რომლის დებიუტიც შედგა პეპის მწვრთნელობისას "ბარსელონაში".
ისააკ კვენკა: "ბოსი მენდობა და მეც ვცდილობ ყოველდღიური შრომით თავი მოვაწონო მას. პირველი გოლი "ბარსას" რიგებში ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი მოვლენა იქნება".
დანი ალვეში: "ძალიან კარგი გოლი კი გამომივიდა, მაგრამ, ვფიქრობ, დარტყმისას უბრალოდ გამიმართლა. რაც მთავარია, ჩვენ გვყავს საუკეთესო გუნდი და მწვრთნელი".
გრძელდება ვიქტორ ვალდესის მშრალი სერია, თუმცა, რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, ამაში "ბარსას" გოლკიპერს თითქმის არ მიუძღვის წვლილი. ბოლო ორ ტურში ვალდესის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყეს! თუკი ვალდესი კიდევ 37 წუთს გაძლებს, ის მიგელ რეინას 827-წუთიან რეკორდს დაამხობს (1972-1973 წლების სეზონში).
ლეო მესიმ კლუბის ისტორიაში სისწრაფით მესამე ჰეთ თრიკი გაიფორმა, მან სამი გოლი მატჩის პირველ 31 წუთში გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"