შეგახსენებთ, რომ ვალენსიური კლუბის 7-მატჩიანი მოგებათა სერია ნავარაში შეწყდა, სადაც "ბაყაყებმა" "ოსასუნასთან" 0:2 დათმეს.
"როცა სულ იგებ, ძნელია იმის დაჯერება, რომ ამ ყველაფერს ბოლო ექნება. ასე გგონია, მორჩა, არასოდეს წააგებ. ბუნებრივია, რეალობა სულ სხვაა. ჩვენ მართლაც ზღაპრული სერია გვქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, დასრულდა, მაგრამ დღეს, წაგების მიუხედავად, მე ამ ბიჭებით ვამაყობ, რომელთაც ევროპა აალაპარაკეს", - განაცხადა "ლევანტეს" მწვრთნელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"