41 წლის ფერეირომ ამ მატჩში "მარკასგან" 10-ბალიანი შეფასებით ნულიანი მიიღო. ახლა რაშია საქმე: 72-ე წუთზე "ესპანიოლის" კოტდივუარელ ნახევარმცველ კოფი ნდრი რომარიკს ბურთი საჯარიმოში სახეში მოხვდა. მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც აპონიომ გოლად აქცია და "მალაგამ" 2:1 მოიგო. არადა, რომარიკს რომ ბურთი სახეში მოხვდა და არა ხელზე, აშკარა მტკიცებულება ჰქონდა, ბურთმა აფრიკელს თვალი ძლიერ დაუსია და ბარსელონელი სულაც შესაცვლელი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"