ერთმა დარტყმამ ფეხბურთელი და მსაჯი დააბრმავა

AutoSharing Option
მანუელ პელეგრინი არბიტრ დელგადო ფერეიროს უნდა უმადლოდეს, რომ "მალაგამ" როგორც იქნა, გაიმარჯვა ჩემპიონატში.

41 წლის ფერეირომ ამ მატჩში "მარკასგან" 10-ბალიანი შეფასებით ნულიანი მიიღო. ახლა რაშია საქმე: 72-ე წუთზე "ესპანიოლის" კოტდივუარელ ნახევარმცველ კოფი ნდრი რომარიკს ბურთი საჯარიმოში სახეში მოხვდა. მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც აპონიომ გოლად აქცია და "მალაგამ" 2:1 მოიგო. არადა, რომარიკს რომ ბურთი სახეში მოხვდა და არა ხელზე, აშკარა მტკიცებულება ჰქონდა, ბურთმა აფრიკელს თვალი ძლიერ დაუსია და ბარსელონელი სულაც შესაცვლელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული