მადრიდის "რეალმა" დიდიე დროგბას შესაძენად 24 მილიონი ევრო გაამზადა. თჰე Dაილყ შტარ-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ თავისი საყვარელი ფორვარდის ესპანეთის დედაქალაქში წაყვანაზე ოცნებას ვერ ელევა, არადა მესუთ იოზილის ყიდვის მერე "რეალის" დირექტორმა ხორხე ვალდანომ თქვა, შესაძენი შევიძინეთ, ახლა ზედმეტების გაშვების დრო არისო...
რა არის მოსალოდნელი? ალბათ "ჩელსი" უარს იტყვის, მაგრამ 32 წლის კოტდივუარელის აგენტმა ტიერნო სეიდიმ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ფილოსოფიურად შენიშნა:
"ვიდრე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ყველაფერია მოსალოდნელი".
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "ჩელსისგან" ერთი ფეხბურთელი უკვე შეიძინა – პორტუგალიელი
მცველი რიკარდუ კარვალიუ.