"ვალენსიას" ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერთან" მატჩში დაშავდა, სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა.
ფეხბურთელს მუხლის იოგების გაწყვეტა დაუდგინეს. ბანეგას მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს. მკურნალობას ფეხბურთელი არგენტინაში ოთხი ან ექვსი კვირის მანძილზე ჩაიტარებს.