"ბარსელონა" "ბეტისის" ნახვეარმცველ ალეხანდრო პოსუელოს შეძენითაა დაინტერესებული. კატალონიელთა სკაუტები "ლევანტესთან" სევილიელთა ამასწინანდელ მატჩს დაესწრნენ, რათა 20 წლის ფეხბურთელის თამაში ენახათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პოსუელომ "ბეტისში" პრიმერადივიზიონის მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. სამაგიეროდ, ანდალუსიელთა დუბლების შემადგენლობაში მან 8 შეხვედრაში ამდენივე გოლის გატანა შეძლო.