მესი: ვილიასთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ დავიდ ვილიასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

"ეს სინამდვილეს არ შეეფერება. მიკვირს, რომ ასეთი ხმები ჩნდება. დავიდთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იგივე შემიძლია ვთქვა სხვა თანაგუნდელებზეც", - განაცხადა მესიმ.

კითხვაზე თამაშობს თუ არა მადრიდის "რეალი" უფრო ძლიერად მიმდინარე სეზონში, არგენტინელმა უპასუხა:

"ეს მათი საქმეა. "კლასიკომდე" ჯერ კიდევ შორია. მანამდე ორივე გუნდს ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს სათამაშო".

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული