Sport Mediaset: გვარდიოლა ესპანეთის ნაკრებს ჩაიბარებს

AutoSharing Option
Sport Mediaset-ის ცნობით, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებაზე უარი უნდა თქვას.

გამოცემა წერს, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" 2014 წლამდე დარჩება, ხოლო შემდეგ ესპანეთის ნაკრებს ჩაიბარებს, რომლის უმეტესობა კატალონიელთა ფეხბურთელებისგან შედგება.

ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ფიქრობს, რომ მისი შემცვლელი გვარდიოლა უნდა იყოს.

"ხოსეპს ტალანტი და ხასიათი გააჩნია. ის პროფესიონალურად კარგად მომზადებულია და უმაღლეს დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს", - განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის დასრულების
შემდეგ გუნდმა მოგებული შეხვედრების რაოდენობით ყველა დროის რეკორდი გაიმეორა. ესპანელებმა ზედიზედ 14 ოფიციალური მატჩი მოიგეს. იგივე რეკორდის მფლობელები ჰოლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები არიან, თუმცა ესპანეთს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვარდიოლას ხო არ გონია, 2 წლის შემდეგ ხავი და ინიესტა ჩვეულ ფორმაში იქნებიან და კიდევ გაუმართლებს?!
beberiku
19:55 04-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული