გამოცემა წერს, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" 2014 წლამდე დარჩება, ხოლო შემდეგ ესპანეთის ნაკრებს ჩაიბარებს, რომლის უმეტესობა კატალონიელთა ფეხბურთელებისგან შედგება.
ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ფიქრობს, რომ მისი შემცვლელი გვარდიოლა უნდა იყოს.
"ხოსეპს ტალანტი და ხასიათი გააჩნია. ის პროფესიონალურად კარგად მომზადებულია და უმაღლეს დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს", - განაცხადა დელ ბოსკემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის დასრულების