ლიონელ მესი: იბრაჰიმოვიჩთან კონფლიქტი არ მქონია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "მილანის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნის ერთერთ ეპიზოდზე ისაუბრა.

მესიმ განაცხადა, რომ შვედი ფეხბურთელის და კატალონიური კლუბის თავკაცის ხოსეპ გვარდიოლას დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის.

ორი კვირის შემდეგ შვედეთსა და იტალიაში იბრაჰიმოვიჩის სკანდალური წიგნი გამოვა, რომელშიც ის "ბარსელონაში" გატარებულ დროზე და ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტზე საუბრობს.

"მთელი პერიოდის მანძილზე, როდესაც იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში" იყო, მასთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია.

საერთოდ, გუნდში ყველა პარტნიორთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ზლატანს გვარდიოლასთან პრობლემები ჰქონდა? მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. უმჯობესია ეს თავად მას
ჰკითხოთ", - ამბობს მესი.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული