დელ ორნო და ნაჩო ლევანტეში

AutoSharing Option

პრიმერა დივიზიონში დაბრუნებული "ლევანტე" ორი გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდა, ვალენსიელებმა ხელშეკრულება ასიერ დელ ორნოსა და ნაჩო გონსალესს გაუფორმეს. კლუბის ოფიციალური ვებსაიტი ადასტურებს, რომ ორივე ფეხბურთელი "ლევანტემ" "ვალენსიასგან"იჯარით აიყვანა. დელ ორნო 29 წლის ბასკი მცველია, ის 2006 წლიდან არის "ვალენსიაში", მაგრამ გუნდში ვერაფრით დამკვიდრდა და იჯარით ხან ერთ კლუბში თამაშობს, ხან მეორეში. არადა ადრე დელ ორნოს ესპანეთის ნაკრებშიც იწვევდნენ. "ფურია როხას" შემადგენლობაში დელ ორნოს 10 თამაში აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი. იგნასიო მარია "ნაჩო" გონსალესი 28 წლის ნახევარმცველია, ის 2008 წლიდანაა

"ვალენსიაში" და დელ ორნოს მსგავსად მუდამ იჯარით სხვა კლუბებში თამაშობს, ბოლოს ნაჩო ბერძნულ "ლევადიაკოსში" იყო. ის ურუგვაის ნაკრების წევრია (22 თამაში, 1 გოლი).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული