ტურს ქრონოლოგიურად მივყვეთ - ამ სეზონში პირველად არაა, როცა "სევილიას" 29 წლის გოლკიპერი ხავიერ ვარასი გმირულად თამაშობს. მიმომხილველებმა დაითვალეს და სეზონის დაწყებიდან ვარასმა
მოკლედ, მიმომხილველთა შორის ჯერ არ ჩამოყალიბებულა ერთიანი აზრი, "სევილიას" წარმატებული თამაში მწვრთნელ მარსელინოს დამსახურებაა, თუ ვარასის. შაბათს ანდალუსიელებმა ბალეარებზე ქულა მოიპოვეს "მალიორკასთან" მატჩში - 0:0. პირველი ტაიმის მიწურულს ვარასმა ემილიო ნსუეს სახიფათო დარტყმული მოიგერია, მეორეში კი ალეხანდრო ალფაროს ჩაუვარდა ფეხებში დროულად. მაგრამ მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა "სევილიას" მეკარე გამოსვლაზე შეცდა, თუმცა გონსალო "ჩორი" კასტრომ ბურთი მაინცდამაინც საჯარიმოში მყოფ მცველებს გაარტყა. გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი იმავე ალფაროს ჰქონდა, მაგრამ კარიდან 8 მეტრში მყოფმა ბურთი ზემოდან გადააცილა.
"ბეტისმა" 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, საამისოდ ბოლო დროს ცუდ ფორმაში მყოფ "მალაგას" დაუზავდა მორიგ ანდალუსიურ დერბიში (მოგეხსენებათ, პრიმერაში 4 ანდალუსიური კლუბია). მართალია, "ბეტისმა" გოლი ვერც ამჯერად გაიტანა, თამაში კი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოცოცხლდა. პეპე მელი ქულას მეკარე კასტოს უნდა უმადლოდეს, რომელმაც 55-ე წუთზე სალომონ რონდონის ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია - 0:0.
ვალენსიური დერბის შემდეგ როქი მოხდა - "ვალენსიამ" "ლევანტე" მე-3 ადგილზე ჩაანაცვლა და, ალბათ, სწორედ "ღამურები" იქნებიან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომპოვებელი მესამე ადგილის უმთავრესი პრეტენდენტები. სტუმრებმა მასპინძელი ხავი ვენტას ავტოგოლით და არგენტინელი ტინო კოსტას საჯარიმო დარტყმით იმარჯვეს - 2:0. არადა, თავიდან თამაში ისე დაიწყო - სულ ორიოდე წუთი მიილია, როცა ვისენტე გუაიტამ მუხლებით მოიგერია ხუანლუს დარტყმული 4-5 მეტრიდან, შემდეგ კი კარგი მომენტი არუნა კონეს შეექმნა.
31-ე წუთზე სტუმართა პირველი გოლი ტინო კოსტას ბრწყინვალე პასს მოჰყვა, ხორდი ალბამ უკვე დასარტყამად მოიქნია ფეხი, მაგრამ ვინ აცალა - ვენტამ საკუთარი გოლკიპერი სახტად დატოვა. 50-ე წუთზე კოსტამ თავად გაიტანა, ჯარიმა კარგად შესრულდა, მაგრამ გოლში "წვლილი" მასპინძელთა ურუგვაელ მეკარე მუნუასაც მიუძღვის. მიუხედავად მარცხისა, "ლევანტე" მყარად მეოთხეა.
21 წლის ენეკო სატრუსტეგი პრიმერა დივიზიონში პირველ თამაშს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მართავდა. "ოსასუნას" სარეზერვო გუნდის მცველისთვის ყველაფერი ზღაპარივით დაიწყო და კოშმარით დასრულდა - თამაშის 53-ე წუთზე ნავარელმა საჯარიმოში შეჭრილი მესუთ იოზილი აშკარად მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, მისმა გუნდმა კი დიდწილად ამ უხეშობის გამო წააგო კატასტროფულად - 1:7. არა, სატრუსტეგით თუ უსატრუსტეგოდ სტუმრები მაინც წააგებდნენ გავეშებულ "რეალთან", მაგრამ ენეკომ გრანდს საქმე კიდევ უფრო გაუიოლა.
მოკლედ, "რეალის" მოგებათა სერია დაუსრულებლად გრძელდება, ბუნებრივია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ლიდერია. ჰეთ თრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ (მე-12 მადრიდულ კარიერაში), დუბლი - ქარიმ ბენზემამ, თითო გოლი პეპემ და გონსალო იგუაინმა გაიტანეს. სამი საგოლე პასით გამოირჩა ანხელ დი მარია (რომელმაც კუნთი დაიზიანა და მეორე ტაიმის დასაწყისში შესაცვლელი გახდა), ორით - ალვარო არბელოა, ერთიც ფაბიო კოენტრაოს ანგარიშზეა (ერთი გოლი პენალტით გავიდა), მაგრამ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე საინტერესო მეორე ტაიმში მოხდა, როცა მოედანზე ნური შაჰინი შევიდა. როგორც იქნა, შედგა ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი "სამეფო კლუბში". ნურიმ ერთი საჯარიმოს სახიფათოდ შესრულება მოასწრო, ბურთი ოდნავ აცდა საბრალო ანდრეს ფერნანდესის კარს.
სხვათა შორის, თამაშის წინ "რეალის" უკლებლივ ყველა ფეხბურთელი 19-ნომრიანი მაისურით გამოვიდა ანტონიო კასანოს მხარდასაჭერად. მოგეხსენებათ, იტალიელმა ახლახან გულის ოპერაცია გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ კასანო 2006/07 წლების სეზიონში ირიცხებოდა "სამეფო კლუბში".
ჟოზე მოურინიო (რეალი): "ჩვენ ყოველთვის ვთამაშობთ ან კარგად ან ძალიან კარგად. ამიტომაც სავსებით დავიმსახურეთ ეს ზედიზედ 10 გამარჯვება".
ამის შემდეგ ერთდროულად ორი ფრე დაფიქსირდა - თუკი ანდალუსიაში აუტსაიდერები "გრანადა" და "რასინგი" უგოლოდ გაიყარნენ და ეს ლოგიკურიც იყო (ორივე გუნდს ჯამში 10 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში), არაგონში "სარაგოსამ" და "სპორტინგმა" 4-გოლიანი თრილერი შემოგვთავაზეს. "სარაგოსა" მორიგი მარცხისგან პორტუგალიელმა ელდერ პოშტიგამ 93-ე წუთზე გადაარჩინა. მანამდე ხიხონელები დავიდ ბარალის დუბლის წყალობით 2:1-ს იგებდნენ.
საფეხბურთო კათედრალზე ტურის ცენტრალური მატჩი კოკისპირული წვიმის აკომპანიმენტით წარიმართა. პირველ ტაიმში გუნდებმა გაცვალეს გოლები - ჯერ ხავიერ მასკერანოს მოუცურდა ფეხი ფლანგზე და სუსაეტამ ანდერი მოძებნა, შემდეგ კი (4 წუთში) სესკ ფაბრეგასმა თავურით ანგარიში გაქვითა.
მე-80 წუთზე "ბარსას" მცველებს კატასტროფული შეცდომა მოუვიდათ - ერიკ აბიდალმა ბურთის გამოტანა განიზრახა, მაგრამ მაინცდამაინც ჟერარდ პიკეს გაარტყა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა. მატჩი სრულდებოდა, როცა ფერნანდო ამორებიეტა მეტისმეტად ეუხეშა ლეო მესის, რომელიც მსაჯის მიერ დამატებულ დროში მატჩის გმირი გახდა - მასპინძელთა მცველებმა ხელი შეუშალეს მეკარე ირაისოსს და არგენტინელმაც სეზონში მე-14 გოლი გაიტანა.
ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური
მალიორკა-სევილია 0:0
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, ბიგასი - პინა, ტისონე - ნსუე, ალფარო (86. ალვარო), გ. კასტრო (76. ტეხერა) - ჰემედი (79. ვიქტორი).
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ნავარო - მედელი (76. ფასიო), რაკიტიჩი (60. კამპანია) - ხესუს ნავასი, ტროხოვსკი (66. ლუის ალბერტო), არმენტეროსი - დელ მორალი.
გაფრთხილება: რამისი, ბიგასი, პინა, კასტრო, ტეხერა - სპაჰიჩი, მედელი
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 20-6; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-11 (5-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 14 000
ბეტისი-მალაგა 0:0
ბეტისი (4-3-3): კასტო - ისიდორო, უსტარიცი, დორადო, ნაჩო - ბენატი (57. ესეკიელი), ირინეი, კანიასი - პოსუელო (82. მატილია), მოლინა, რ. კასტრო (85. მონტერო).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - დუდა (76. ნაჩო კამაჩო), ტულალანი - ხოაკინი, კასორლა, ისკო (60. ბუონანოტე) - რონდონი (85. სება ფერნანდესი.
გაფრთხილება: ისიდორო - დუდა
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-9 (0-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 41 000
ლევანტე-ვალენსია 0:2
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა (55. არანდა) - ვალდო, ბარკერო (76. ფარინოსი), ხუანლუ (66. რ. სუარესი) - კონე.
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - ბრუნო (14. ბარაგანი), რამი, რუისი, მატიო - ფეგული (82. პ. ერნანდესი), ალბელდა, ტ. კოსტა, ალბა - სოლდადო (73. პიატი), ადურისი.
გოლები: 0:1 ვენტა (31 ს.კ.), 0:2 ტ. კოსტა (50)
გაფრთხილება: მუნუა, ნანო, ბალესტეროსი, იბორა, ტორესი - რამი, ალბა, პიატი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-8 (3-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 12 500
რეალი-ოსასუნა 7:1 [იხილეთ ვიდეო]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო - ხედირა (66. შაჰინი), ჩაბი ალონსო - დი მარია (48. ბენზემა), იოზილი (66. კალეხონი), რონალდო - იგუაინი.
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - დამია, ლოლო, ფლანიო, სატრუსტეგი - პუნიალი (73. რუბენი), ნეკუნამი, რ. გარსია - იბრაჰიმა, ნინო (58. მ. პერესი), კალეხა (85. ტიმორი).
გოლები: 1:0 რონალდო (22), 1:1 იბრაჰიმა (30), 2:1 პეპე (33), 3:1 იგუაინი (39), 4:1 რონალდო (54-პენ), 5:1 რონალდო (57), 6:1 ბენზემა (62), 7:1 ბენზემა (80)
გაფრთხილება: პუნიალი, სატრუსტეგი
გაძევება: სატრუსტეგი (53)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 18-4 (11-2); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 75 000
გრანადა-რასინგი 0:0
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკერა - მ. რიკო, ფ. რიკო (38. მარტინში) - აბელი, უჩე (58. იგჰალო), ბენიტესი - ხეიხო.
რასინგი (4-4-2): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი, სისმა - არანა, ციოლისი, ადრიანი, მუნიტისი (61. სერანო) - სტუანი (69. ნაუელპანი), კონე.
გაფრთხილება: რობერტო, მაინსი, ფ. რიკო, უჩე - ტონიო, სისმა, ფრანსისი, მუნიტისი, არანა
გაძევება: ნაუელპანი (87)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 16-14 (3-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 17 000
სარაგოსა-სპორტინგი 2:2
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი (57. ორტი), დ. სილვა, ლანსარო, პარედესი - რუბენ მიკაელი (85. ედუ ორიოლი), პონსიო - ბარერა, ლუის გარსია, ხუან კარლოსი (68. ლაფიტა) - პოშტიგა.
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, ბოტია (87. გრეგორი), ი. ერნანდესი, კანელია - რივერა, ეგურენი - ტრეხო (77. აიოსე), ანდრე კაშტრო, დე ლას კუევასი - ბარალი (77. ბილიჩი).
გოლები: 1:0 ბოტია (28 ს.კ.), 1:1 ბარალი (30), 1:2 ბარალი (43), 2:2 პოშტიგა (93)
გაფრთხილება: პარედესი, რუბენ მიკაელი, ხუან კარლოსი, პონსიო - ბოტია, სუარესი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 13-7 (7-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 18 200
ესპანიოლი-ვილიარეალი 0:0
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, რომარიკი (77. ბაენა) - ს. გარსია, ვერდიუ, დატოლო (58. ვეისი) - ა. ვასკესი (72. ტიევი).
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კატალა - ბ. ვალერო, ბრუნო - ე. პერესი (91. ხოსელუ), დე გუზმანი (69. ა. ლოპესი), ორიოლი - მ. რუბენი (91. ლეჟონი).
გაფრთხილება: დიდაკ ვილა, ფორლინი - გონსალო, ბრუნო, დე გუზმანი
გაძევება: ფორლინი (74)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-10 (2-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 25 000
რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი 4:0
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, ლაბაკა, ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია - ლ. ბანგურა (77. სუსაეტა), მიჩუ, პიტი (67. მიჩელი) - დელიბაშიჩი (62. ტრაშორასი).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, დემიდოვი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა (19. ესტრადა) - ბერგარა (3. ილარამენდი), მარიგა - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (72. მ. გონსალესი) - ველა.
გოლები: 1:0 პიტი (12), 2:0 მიჩუ (49), 3:0 მიჩუ (62), 4:0 ტრაშორასი (73)
გაფრთხილება: ხორდი - ესტრადა
გაძევება: ი. მარტინესი (11)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 24-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-10 (9-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 11 000
ბილბაო-ბარსელონა 2:2
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა (85. ი. პერესი), ანდერი, მუნიაინი (88. ი. გომესი) - ფ. ლორენტე (90. სან ხოსე).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე (80. ტ. ალკანტარა), აბიდალი - ჩავი (60. სანჩესი), ბუსკეტსი, ფაბრეგასი - ინიესტა, მესი, ადრიანო (71. ვილია).
გოლები: 1:0 ანდერი (20), 1:1 ფაბრეგასი (24), 2:1 პიკე (80 ს.კ.), 2:2 მესი (91)
გაფრთხილება: მარტინესი, იტურასპე, გომესი, ანდერი - პიკე
გაძევება: ამორებიეტა (89)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 3-16 (3-9); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 38 500
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 11 9 1 1 39-7 28
2. ბარსელონა 11 7 4 0 34-6 25
3. ვალენსია 11 7 3 1 17-9 24
4. ლევანტე 11 7 2 2 17-9 23
5. სევილია 11 4 6 1 11-8 18
6. მალაგა 11 5 2 4 12-14 17
7. ესპანიოლი 11 5 1 5 9-13 16
8. ვალეკანო 11 4 3 4 14-13 15
9. ბილბაო 11 3 5 3 17-14 14
10. ოსასუნა 11 3 5 3 14-24 14
11. ატლეტიკო 10 3 4 3 12-11 13
12. ბეტისი 11 4 1 6 10-15 13
13. ვილიარეალი 11 2 5 4 9-17 11
14. მალიორკა 11 2 4 5 8-16 10
15. სარაგოსა 11 2 4 5 12-22 10
16. სპორტინგი 11 2 3 6 10-16 9
17. რასინგი 11 1 6 4 7-15 9
18. გრანადა 11 2 3 6 4-12 9
19. სოსიედადი 11 2 2 7 9-18 8
20. ხეტაფე 10 1 4 5 9-15 7
ბომბარდირები
14 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - გონსალო იგუაინი (რეალი); 6 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), რობერტო სოლდადო (ვალენსია), ქარიმ ბენზემა (რეალი).
მომდევნო ტური
19 ნოემბერი: ვილიარეალი-ბეტისი, ბარსელონა-სარაგოსა, ვალენსია-რეალი.
20 ნოემბერი: რეალ სოსიედადი-ესპანიოლი, ოსასუნა-რაიო ვალეკანო, სპორტინგი-ხეტაფე, სევილია-ბილბაო, ატლეტიკო-ლევანტე, გრანადა-მალიორკა.
21 ნოემბერი: რასინგი-მალაგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"