მენოტი: "რეალი" ძლიერია, მაგრამ "ბარსელონას" სტილს ვერაფერს დაუპირისპირებ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა სესარ ლუის მენოტიმ, რომელმაც "ალბისელესტეს" მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, "რეალსა" და "ბარსელონას" შორის პარალელი გაავლო.

მენოტი მიიჩნევს, რომ კატალონიელებს თამაშის ხარისხით ბადალი არ ჰყავთ და დაუმარცხებლები არიან.

"რა თქმა უნდა, "რეალი" მიმდინარე სეზონში უკეთ ათამაშდა. უფრო მეტად აქტიურობს კაკა, განსხვავებულად მოქმედებს დი მარია.
ჟოზე მოურინიომ ზოგიერთი საკითხი გადაწყვიტა, ვნახოთ რამდენად ძლიერი იქნება გუნდი.

საქმე ისაა, რომ "ბარსელონას" ფილოსოფიის წინააღმდეგ ვერაფერს გახდები. "ბლაუგრანა" შეიძლება ანგარიშით დამარცხდეს, მაგრამ თამაშით არა.

ვფიქრობ, რომ "რეალი" სეზონის განმავლობაში უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება,
ვიდრე "ბარსელონა", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული