როგორც გაირკვა, არგენტინელს მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც ფეხბურთელი იძულებულია ერთი გამოტოვოს.
დი მარიამ ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევრის მე-4 წუთზე უკვე შესაცვლელი გახდა.
დღეს ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
"მას მუხლის ტრავმა აქვს. დაველოდებით სამედიცინო შემოწმების შედეგებს, თუმცა გამოცდილება მკარნახობს, რომ ანხელი დიდი ხნით დავკარგეთ", - განაცხადა განაწყენებულმა მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
მომზადებულია AS-ის მიხედვით