დი მარია ერთი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვინგერი ანხელ დი მარია ესპანეთის ჩემპიონატში "ოსასუნასთან" (7:1) შეხვედრაში დაშავდა.

როგორც გაირკვა, არგენტინელს მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც ფეხბურთელი იძულებულია ერთი გამოტოვოს.

დი მარიამ ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევრის მე-4 წუთზე უკვე შესაცვლელი გახდა.

დღეს ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"მას მუხლის ტრავმა აქვს. დაველოდებით სამედიცინო შემოწმების შედეგებს, თუმცა გამოცდილება მკარნახობს, რომ ანხელი დიდი ხნით დავკარგეთ", - განაცხადა განაწყენებულმა მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული