რონალდო წუხს იმის გამო, რომ პირადად ვერ შეძლო ფერგიუსონისთვის "წითელ ეშმაკებში" მუშაობის 25 წლისთავი მიელოცა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი საზეიმო სადილზე დასწრება. მან ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და დღემდე წარმატებულად მუშაობს.
მანჩესტერში ჩასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ "იუნაიტედის" წარმომადგენელს დევიდ გილს ვთხოვე სერ ალექს ფერგიუსონისთვის ჩემი მილოცვა პირადად გადაეცა. სერ ალექსი ბევრ რამეში დამეხმარა.
მისი წყალობით ვარ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემს
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" გადავიდა. ინგლისური კლუბი ფეხბურთელმა 6 წლის შემდეგ დატოვა, რაც "რეალმა" მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
მომზადებულია The Sunday Mirror-ის მიხედვით