ხოსეპ გვარდიოლა: შედეგით კმაყოფილნი ვერ ვიქნებით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ბილბაოს "ატლეტიკთან" მე-12-ე ტურის მატჩის (2:2) შემდეგ აღნიშნა, რომ გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ მოედანზე დადგმული ბრწყინვალე შოუთი დამტკბარიყვნენ, რომელიც ორივე გუნდმა მოაწყო.

"ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, მაგრამ ამავდროულად "ატლეტიკსაც" უნდა მივულოცო. ყველანი დავტკბით იმ ბრწყინვალე შოუთი, რომელშიც 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ორივე გუნდი გამარჯვებისკენ ისწრაფოდა და ეს ერთერთი საუკეთესო თამაში იყო, რომელიც ოდესმე მინახავს", - განაცხადა გვარდიოლამ.

კატალონიელთა თავკაცმა, ყველაფერთან ერთად, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მხეცებს შეადარა.

"ატლეტიკის" ფეხბურთელები მხეცებს გავდნენ. ჯერ არასდროს მითამაშია ასე ინტენსიურად და აგრესიულად
მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ძალიან ცოტა სივრცე დაგვიტოვა. თუკი ამისთვის მზად არ ხარ, ისინი აუცილებლად გაჯობებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან ყოველთვის უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით", - თქვა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული