"ბარსელონას" პრეზიდენტი პრიმერაში გუნდების რაოდენობის შემცირებას მოითხოვს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

"ვფიქრობ, ძალიან ბევრნი ვართ. 20-ის მაგივრად 16 ან 18 გუნდი რომ იყოს, კონკურენცია გაიზრდება და ასევე ფეხბურთელთა რაოდენობაც შემცირდება, რაც ხარჯებს შეამცირებს", - განაცხადა როსელმა.

კატალონიელთა კლუბის პრეზიდენტმა თავისი აზრი ტელეუფლებებიდან შემოსული თანხის გადანაწილებაზეც გამოთქვა. მისი თქმით, ტელეუფლებებიდან შემოსული თანხის გადანაწილება ჩემპიონატის ყველა კლუბზე უნდა მოხდეს და არა მხოლოდ იმ გუნდებზე, რომლის მატჩებს ტელევიზია აშუქებს.

როსელი მიიჩნევს, რომ ეს ხერხი ესპანურ ფეხბურთში გაჩენილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის კარგი
საშუალებაა.

მომზადებულია El Mundo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული