აღსანიშნავია, რომ რაული ანდონი სუბისარეტასთან, ჩავი ერნანდესთან და იკერ კასილიასთან ერთად ის ფეხბურთელია, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი უთამაშია.
"რაული ესპანური ფეხბურთის ისტორიაში სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა. მსგავსი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ესპანეთის ნაკრების დიდი წარმატების დროს ის ნაკრებში აღარ იყო. გერმანიაში რაულს გოლები ყოველდღიურად გააქვს", - განაცხადა გვარდიოლამ.