გვარდიოლა: რაული ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოთაგანია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი რაული შეაქო. ვეტერანი ფორვარდი ამჟამად გერმანული "შალკე 04"-ის ღირსებას იცავს.

აღსანიშნავია, რომ რაული ანდონი სუბისარეტასთან, ჩავი ერნანდესთან და იკერ კასილიასთან ერთად ის ფეხბურთელია, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი უთამაშია.

"რაული ესპანური ფეხბურთის ისტორიაში სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა. მსგავსი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ესპანეთის ნაკრების დიდი წარმატების დროს ის ნაკრებში აღარ იყო. გერმანიაში რაულს გოლები ყოველდღიურად გააქვს", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული