"რეალი" მზადაა ალტინტოპი გაყიდოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თურქი ნახევარმცველი ჰამიტ ალტინტოპი ესპანეთში ვერ ათამაშდა.

"სამეფო კლუბი" მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელი გაყიდოს.

როგორც გაირკვა, კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღო, რაც ალტინტოპმა ჟურნალიტებთან საუბარში თქვა, რომ "რეალში" მას სათანადოდ არ აფასებენ.

მადრიდული გუნდის ოფიციალურ მატჩებში თურქმა ფეხბურთელმა მხოლოდ 20 წუთი ითამაშა. ალტინტოპის სატრანსფერო თანხა 3-5 მილიონ ევრომდე მერყეობს, რაც კლუბისთვის მომგებიანი კიდეც, რადგან "რეალმა" ნახევარმცველი გუნდში სრულიად უფასოდ გადაიბირა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული