როსელი: ნეიმარის შესახებ გვარდიოლას ჰკითხეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბის მუშაობაში არ ერევა.

როსელმა ზემოთხსენებული სიტყვები ნეიმარის შესახებ დასმული შეკითხვისას განაცხადა. ჟურნალისტებმა როსელს კატალონიური კლუბის მიერ "სანტოსის" ფორვარდის შეძენის თაობაზე ჰკითხეს.

"ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. ნეიმარზე გუნდის თავკაც პეპ გვარდიოლას შეეკითხეთ", - თქვა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის გადაბირება მადრიდის "რეალსაც" სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული