სამორანო: ადრე ლა ლიგა უფრო კონკურენტუნარიანი იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა ივან სამორანომ განაცხადა, რომ მის დროს ესპანეთის ჩემპიოატში მეტი ინტრიგა არსებობდა.

"დღესდღეობით ლა ლიგაში "რეალი" და "ბარსელონა" ბატონობენ და კონკურენტები არ ჰყავთ. ჩემს დროს კი ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი იყო. ბრძოლა ბოლო ტურამდე გრძელდებოდა. "რეალმა" ჩემპიონის ტიტული ორჯერ სწორედ ბოლო ტურში დაკარგა.

დღეს კი "რეალსა" და "ბარსას" მესამე ადგილზე მყოფ გუნდთან უზარმაზარი უპირატესობა აქვთ. ეს არათანაბარ ბრძოლაზე მეტყველებს", - განაცხადა სამორანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული