გვარდიოლა: საკიმ და მოურინიომ დაამტკიცეს, რომ მწვრთნელისთვის აუცილებელი არაა ფეხბურთელი იყოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას აზრით, კარგი მწვრთნელი რომ გახდე, აუცილებელი არაა მანამდე ფეხბურთელი იყო.

თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მან მადრიდის "რეალის" თავკაცის ჟოზე მოურინიოს და "მილანის" ყოფილი მწვრთნელის არიგო საკის მაგალითი მოიყვანა.

"სულაც არაა აუცილებელი ფეხბურთელი იყო, რათა შემდეგ კარგი მწვრთნელი გახდე. საკი ფეხბურთელი არ ყოფილა, თუმცა სპორტის ამ სახეობაში რევოლუცია მოახდინა. მოურინიო კი, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესი სპეციალისტი იყოს", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული