ესპანელებმა ნაკრების ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი დაასახელეს და დახატეს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ისტორიაში ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი დაასახელა. ამ გოლების ავტორები ტელმო სარა, მარსელინო, კიკო ნავარესი, ფერნანდო ტორესი და ანდრეს ინიესტა არიან. გოლები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზეა გატანილი.

სარას გოლი მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე ინგლისთან (1:0) ჯგუფური ეტაპის მატჩში გავიდა. ინგლისელთა დამარცხების წყალობით ესპანელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საფინალო ჯგუფურ ტურნირში გავიდნენ, სადაც ოთხი გუნდი თამაშობდა. ესპანეთმა საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

მარსელინოს გოლმა ესპანეთს გამარჯვება ევრო-1964-ის ფინალში, საბჭოთა კავშირის ნაკრებთან მოუტანა - 2:1.

კიკო ნავარესის გოლი ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის ფინალში პოლონეთის ნაკრებთან (3:2) გამარჯვებისა გამოდგა.

ფერნანდო ტორესმა გერმანიასთან ევრო-2008-ის ფინალის ერთადერთი გოლი გაიტანა, ინიესტას გოლმა კი ესპანელებს ჰოლანდიასთან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალი მოაგებინა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შეკვეთით, მხატვარმა ანდრეს სანჩესმა სურათები დახატა. მათზე გამოსახულია, თუ როგორ გავიდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ხუთი საუკეთესო გოლი. ნახატები ქალაქ ლას-როსასის მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნავარესი კი არა, ნარვაესი
სერჟანტი
00:35 12-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული