კაპელო: მოურინიომ "ბარსელონას" წინააღმდეგ სხვანაირად თამაში დაიწყო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" წინააღმდეგ სხვაგვარად თამაში დაიწყო.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაში ამ ორი გრანდის შარშანდელი ბატალიების დროს მოხდა.

"ჟოზე მოურინიომ "ბარსას" წინააღმდეგ სხვაგვარად თამაში დაიწყო. "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ცვლილებები "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი მატჩის დროს გამოჩნდა. თავიდან "რეალი" კონტრშეტევებზე მოქმედებდა, მაგრამ პეპეს გაძევების შემდეგ გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა. "რეალმა" თავად შეუტია.

ამ მომენტიდან "ბარსელონას" წინააღმდეგ მადრიდელთა თამაშის ფილოსოფია შეიცვალა. ამ გაძევების შემდეგ "რეალში" მიხვდნენ, რომ შემტევი ფეხბურთის თამაშის შემთხვევაში, მეტოქის დამარცხება
შეუძლიათ", - განაცხადა კაპელომ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადრიდის რეალის ტაქტიკა უნდა იყოს 4-1-2-1-2
tornike
13:16 12-11-2011
0

სიახლეები პოპულარული