იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაში ამ ორი გრანდის შარშანდელი ბატალიების დროს მოხდა.
"ჟოზე მოურინიომ "ბარსას" წინააღმდეგ სხვაგვარად თამაში დაიწყო. "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ცვლილებები "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი მატჩის დროს გამოჩნდა. თავიდან "რეალი" კონტრშეტევებზე მოქმედებდა, მაგრამ პეპეს გაძევების შემდეგ გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა. "რეალმა" თავად შეუტია.
ამ მომენტიდან "ბარსელონას" წინააღმდეგ მადრიდელთა თამაშის ფილოსოფია შეიცვალა. ამ გაძევების შემდეგ "რეალში" მიხვდნენ, რომ შემტევი ფეხბურთის თამაშის შემთხვევაში, მეტოქის დამარცხება