ლაპორტა: შვიდი წლის მანძილზე "რეალის" ხუთი პრეზიდენტი გავიცანი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კატალონიური კლუბის სათავეში თავის მოღვაწეობაზე ისაუბრა. ლაპორტას თქმით, "ბლაუგრანას" აღორძინება 2003 წელს დაიწყო, როდესაც ის კლუბს სათავეში ჩაუდგა.

"ბარსელონას" ჰეგემონია 2003 წელს დაიწყო. არა იმიტომ, რომ კლუბის სათავეში მე მოვედი, უბრალოდ იმ დროს კლუბის აღზრდილებზე დაყრდნობა დავიწყეთ. "რეალი" კი იმ ფილოსოფიას აგრძელებს, რომლითაც "ბარსელონა" მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ჩვენ სტაბილურები ვიყავით.

"ბარსელონას" სათავეში ყოფნის შვიდი წლის მანძილზე "რეალის" ხუთი პრეზიდენტი გავიცანი. ისინი შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. მათთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. თუმცა ეს რიცხვი მეტყველებს, რომ
მათ ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ", - განაცხადა ლაპორტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული