მესი "წლის ადამიანის" ნომინაციაზეა წარდგენილი

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ყველაზე პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა "Time"-მა "წლის ადამიანის" ნომინაციაზე წარადგინა.

"Time" წლის ადამიანს, დეკემბრის ნომერში ასახელებს. ხსენებული ნომინაცია 1927 წლიდან არსებობს, როდესაც ეს წოდება მფრინავ ჩარლზ ლინდბერგს მიანიჭეს, რომელმაც პირველად ისტორიაში ატლანტის ოკეანეს მარტომ გადაუფრინა.

გასულ წელს წლის ადამიანად სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული