"ბლანკოსები" პრინციპულ მეტოქეს სამი ქულით უსწრებენ. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ეს ჩამორჩენა გამოსწორებადია.
"რეალის" და მისი მწვრთნელის არ გვეშინია. თავს არავის ვადარებთ. როდესაც "რეალის" წინააღმდეგ ვითამაშებთ, მოგებას ვეცდებით. დაე, იმან მოიგოს, ვინც უკეთ თამაშობს. "რეალს" პატივს ვცემთ, რადგან ის მსოფლიოს ათ საუკეთესო კლუბში შედის", - განაცხადა როსელმა.