იტალიელმა სპეციალისტმა უპირატესობა პეპ გვარდიოლას შეგირდებს მიანიჭა.
"ესპანეთში ყოველთვის ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ გუნდური ფეხბურთი არ იყო. კრუიფის გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ დაცვაში გუნდური თამაშით არ ხასიათდებოდა. ეს "ბარსელონა" კი უფრო აკადემიური გუნდია, ნებისმიერ სიტუაციაში თამაშის მკვეთრად გამოხატული მექანიზმი აქვს შემუშავებული.
ეს სრულყოფილი მანქანაა, რომელიც მეტოქეზე ზეწოლას და პრესინგს ანხორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ მას ყველაფერი აქვს, რაც გუნდური ფეხბურთისთვისაა საჭირო", - განაცხადა საკიმ.