იკერ კასილიასი: სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ

AutoSharing Option
კოსტა რიკასთან მატჩში იკერ კასილიასმა ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობის მიხედვით ანდონი სუბისარეტას გადაუსწრო და ახალი რეკორდი დაამყარა.

ახლა მადრიდის "რეალის" გოლკიპერის ანგარიშზე უკვე "ურია როხას" შემადგენლობაში ჩატარებული 127 მატჩია, მაშინ როდესაც სუბისარეტას 126 შეხვედრაში აქვს ნათამაშები. "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ნაკრებში 1985-1998 წლებში გამოდიოდა.

"როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრებით ცხოვრობ, ყოველი ახალი დღე დიდი დღეა. სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ აქცევ.

როცა პენსიაზე გავალ, ჩემი სტატისტიკიდან მეტ სიამოვნებას მივიღებ, ვიდრე ახლა. ახლა ჩემი ფიქრები ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული. იმედი მაქვს, იქ ბევრ თამაშს ჩავატარებ",
- თქვა კასილიასმა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული