გუტი მადრიდში ბრუნდება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ, თურქული "ბეშიქთაშის" ბოსებმა და 35 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა გუტიმ ხელი ხელს დაჰკრეს და კონტრაქტი ბათილად ცნეს.

გუტი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 14 თამაშში 3 გოლი გაიტანა და მთელი კარიერა (თურქულს თუ არ ჩავთვლით) "რეალში" გაატარა, სხვა მადრიდულ კლუბთან მართავს მოლაპარაკებას - შესაძლოა, ის "ხეტაფეში" გადავიდეს, სადაც დანიელ გუისას თანაგუნდელი გახდება. სხვათა შორის, მისით "მალაგაც" დაინტერესდა, მაგრამ ვეტერანს ოჯახის და მადრიდის მიტოვება აღარ სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული