ოგუნჯიმი ისედაც ბალეარულ კლუბს ეკუთვნოდა, უბრალოდ, "გენკში" იყო განათხოვრებული და ესპანეთში დეკემბრის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო. "მალიორკამ" ბელგიელი დროზე ადრე გამოითხოვა უკან.
კლუბის მთავარმა მეპატრონემ ლორენსო სერა ფერერმა ეს გადაწყვეტილება ახალი მწვრთნელის, ხოაკინ კაპაროსის დაჟინებული მოთხოვნით ახსნა. "ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩემს საფეხბურთო კარიერაში. ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ დიდ ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსი მომცემოდა და აი, ეს მომენტიც დადგა. აქ იმისთვის ვარ, რომ ბევრი ვიშრომო რათა
ბელგიის ნაკრების შემტევი ბოლო დროს ზურგს იტკიებდა, თუმცა ბალეარულ მედიას უთხრა, რომ სრულ მზადყოფნაშია და დღესვე შეუძლია ვარჯიში. ოგუნჯიმის ბელგიის ნაკრებში დებიუტი შარშან, ოქტომბერში ჰქონდა ყაზახებთან. ასტანაში მარვინი შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა, ხოლო ბელგიამ 2:0 მოიგო. სულ ნაკრებში მან 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
მარვინმა 31 აგვისტოს მოაწერა "მალიორკასთან" კონტრაქტს ხელი, მაგრამ ბალეარელებმა საბუთები 7 წუთის დაგვიანებით ჩააბარეს. ასე მოუწია ახალგაზრდა ფორვარდს ისევ ყოფილ გუნდში დარჩენა, ახლა იჯარის წესით.
მალაგას ბრაზილიელის უიღბლობა
"მალაგას" ბრაზილიელი მცველი ველიგტონ ოლივეირა ერთი თვით დააკლდა. ლა ლიგის ყველაზე სამხრეთული კლუბის ვიცე-კაპიტანი ვარჯიშზე საზარდულმა შეაწუხა. გუშინდელმა ტესტებმა დაზიანების ხარისხი და მკურნალობის ვადა დაადგინა. სეზონის წინ 32 წლის ველინგტონმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ბრაზილიელი ოქტომბერში გამოჯანმრთელდა, მაგრამ ვერ იყო სათანადო ფორმაში. ასე რომ, მას ჯერ არ უთამაშია ახალ სეზონში.
ბარსას მოვუგებთო
"სარაგოსას" გარემარბი ანხელ ლაფიტა დიდი ოპტიმისტი ყოფილა, ის აცხადებს, რომ არაგონულ კლუბს "ბარსელონას" დამარცხება ხელეწიფება. "რა თქმა უნდა, პოზიტიური შედეგის მიღწევა "ბარსასთან" მატჩში ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ შეცდებით თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ მარცხისთვის განწირულნი ვართ. თუკი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც შეგვიძლია, მოგებას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა 27 წლის ლაფიტამ. ფეხბურთელი მუხლის ტრავმამ გააწამა, თუმცა ახლა არაგონელთა სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"