ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: მალაგა

AutoSharing Option

შეიხის გუნდი

ფოტო:  შეიხი აბდულა

მალაგა კლუბ დე ფუტბოლ
მხარე
: ანდალუსია
დაარსდა: 1948 წ.
მწვრთნელი: ჟეზუალდო ფერეირა (64 წლ)
სტადიონი: ლა როსალედა (28 963)
გასულ სეზონში: მე-17
ტიტულები: ინტერტოტოს თასის გამარჯვებული.
საიტი: http://www.malagacf.com/



ტრანსფერები

მივიდნენ: ჟეზუალდო ფერეირა (პორტუ, მწვრთნელი), ედინიო (პაოკ), ელიზეუ (ლაციო), ხოსე რონდონი (ლას პალმასი), სანდრო სილვა (ბოტაფოგო), ხავიერ მალაგუენო (ხუარესი), სებასტიან ფერნანდესი (ბანფილდი), როდრიგო გალატო (ლიტექსი), ივან გონსალესი (მალაგა B), ქვინსი ოვუსუ (ალ სადი).
წავიდნენ: მუნიოსი (მწვრთნელი), ვალმირო ლოპეს ვალდო (ესპანიოლი), ფერნანდო ფორესტიერი (ჯენოა), მილან სტეპანოვი (პორტუ), ვიქტორ ობინა

(ინტერი), ფელიპე კაიშედუ (მანჩესტერ სიტი), სანტამარია (ლას პალმასი), ხავი ტორესი (ლევანტე), ხავი ლოპესი (პონფერადინა), გუსტავო მუნუა (ლევანტე), ხორდი პაბლო (კარტახენა), დანიელ ტორიბიო (პონფერადინა), სელიმ ბენ აშური, დავიდ გონსალესი, ედუ რამოსი (ყველა ტრანსფერზე).

გასულ სეზონში "მალაგამ" ბოლო ტურში "რეალთან" 1:1 ითამაშა და პრიმერაში ადგილი შეინარჩუნა. ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო ლაპარაკი კლუბის გაყიდვაზე და ივნისში ფერნანდო სანსმა "მალაგა" თავის ვალებიანად ყატარელ ინვესტორ აბდულ ბენ ნასერ ალ ტანის მიჰყიდა. არაბმა შეიხმა იმის მეოთხედი გადაიხადა, რაც "რეალმა" - კრიშტიანო რონალდოში.

გუნდს სათავეში გამოცდილი პორტუგალიელი თავკაცი ჟოზუალდო ფერეირა ჩაუდგა და გუნდის ხელახლა შენებაც დაიწყო, თუმცა დიდი ყიდვა-გაყიდვა "მალაგას" არ დაუწყია. ანდალუსიელებმა ურუგვაის ნაკრების ფორვარდი სებასტიან ფერნანდესი იყიდეს "ბანფილდიდან" შედარებით მოკრძალებულ ფასად (3,6 მილიონი ევრო). ფაქტია, წესით და რიგით, "მალაგას" არ უნდა დასჭირდეს ბოლო ტურის გმირობა პრიმერაში ადგილის შესანარჩუნებლად.

მალაგა 2009/10: გუსტავო მუნუა (38 თამაში); დუდა (34თ, 8გ), ბა (32თ, 5გ), გამესი (32თ), ფერნანდო (30თ, 5გ), ხუანიტო (30თ), ობინა (26თ, 4გ), აპონიო (24თ, 2გ), მტილიგა (24თ), ივან გონსალესი (23თ, 1გ), ბენ აშური (23თ), ველიგტონი (21თ, 3გ), ტორიბიო (21თ), ვალდო (19თ, 2გ), ფორესტიერი (19თ, 1გ), კაიშედუ (18თ, 4გ), მანუ ტორესი (17თ, 1გ), ლუკე (16თ, 1გ), მანოლო (15თ), სტეპანოვი (12თ), ხ. ლოპესი (11თ, 2გ), ხ. ტორესი (11თ, 1გ), ედინიო (10თ, 2გ), ხუანმი (5თ), გუარდადო (4თ), ოროსკო (4თ), ელდერი (3თ), გომესი (3თ), პედრიტო (3თ), ფ. პორტილიო (1თ).   

მალაგა 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): გალატო - გამესი, ელდერი, ველიგტონი, მტილიგა - ელიზეუ, აპონიო, ფერნანდო, დუდა - ფერნანდესი, რონდონი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული