რონალდომ შესაძლოა "ვალენსიასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრა გამოტოვოს.

ფეხბურთელმა ბოსნიის (6:2) ნაკრებთან საპასუხო შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

"რონალდომ ოთხშაბათს ვარჯიში გააცდინა. მას მარცხენა თეძოს კუნთი გაუწყდა, იგივე მიზეზით არ ივარჯიშა ალვარო არბელოამაც", - იუწყება "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" "რეალს" შაბათს "მესტალიაზე" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული